понедельник, 4 апреля 2016 г.

                                                      ტრენინგის 9-ე  დღე
ტრენინგი მიზნად ისახავს სწავლების პროექტზე დაფუძნებულ მეთოდის გაცნობას,სასწავლო პროექტების განხორციელებას.
ჩემთვის ტრენინგი შრომატევადი და ბევრის მომცველი იყო.ტრენინგის დასაწყისში ცოტა დაძაბულიც ვიყავი,ვშიშობდი რამდენად კარგად გავართმევდი თავს,მაგრამ კარგად მქონდა გაცნობიერებული,  რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მასწავლებელი ვერ ჩაატარებს გაკვეთილს,რომელიც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებას. ვისწავლეთ ჩეკლისტი, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, დავამზადეთ ბუკლეტები,შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომი. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , ვისწავლეთ სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა-აღდგენა, გაჯეტში ვისწავლეთ ვიდეოსი და ალბომის გადატანა. პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ განსაკუთრებული მოსწავლეთა საჭიროება, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსი, პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .გავეცანით 9-ე მოდულს. თითოეული პედაგოგი წარსდგა პრეზენტაციით.ამ პროექტის საშუალებით ვისწავლეთ ბევრი რამ,რაც დაგვეხმარება,მიღებული ცოდნა განვახორციელოთ სასწავლო პროცესის დროს..
ბოლოს ყველა მონაწილემ ერთხმად  აღნიშნა, რომ ტრენინგის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან 21-ე უნარ-ჩვევების გარეშე დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.დიდი მადლობა ქალბატონ დიანას ასეთი შრომატევადი და საინტერესო ტრენინგისათვის!



                                                     ტრენინგის 8-ე დღე
1- დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მიმართულების განხილვა.
2- პროექტის და მოსწავლთა ფასილიტაციის სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმოხილვა.
3-პროექტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა .
4-პროექტის გამოქვეყნება ბლოგზე.
ტრენინგის მერვე დღეს ვგანვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა და მნიშველობა. სპეციალურ საჭიროებებზე, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე. განვსაზღვრეთ ,რამდენად შევძლებდით დაგეგმილი პროექტის განხორციელბისას სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებას .ძალიან საინტერესო სამუშაო გამოვიდა,რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ დიანას!


суббота, 2 апреля 2016 г.

                                                                   ტრენინგის   7-ე დღე      


     ეს დღე  მეტად ნაყოფიერი იყო ვისწავლე ინტელის   კურსის  შეფასებები.  დავასრულეთ  სასწავლო  პროექტის  სწავლება-პრეზენტაცია  და ატვირთვა ბლოგზე,  რაც  დამეხმარება  მოსწავლეთა  სასწავლო  პროცესის მსვლელობაში. აგრეთვე გავეცანი ფასილიტაციის სტრატეგიებს .   დიდი  მადლობა.