понедельник, 4 апреля 2016 г.

                                                      ტრენინგის 9-ე  დღე
ტრენინგი მიზნად ისახავს სწავლების პროექტზე დაფუძნებულ მეთოდის გაცნობას,სასწავლო პროექტების განხორციელებას.
ჩემთვის ტრენინგი შრომატევადი და ბევრის მომცველი იყო.ტრენინგის დასაწყისში ცოტა დაძაბულიც ვიყავი,ვშიშობდი რამდენად კარგად გავართმევდი თავს,მაგრამ კარგად მქონდა გაცნობიერებული,  რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მასწავლებელი ვერ ჩაატარებს გაკვეთილს,რომელიც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებას. ვისწავლეთ ჩეკლისტი, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, დავამზადეთ ბუკლეტები,შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომი. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , ვისწავლეთ სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა-აღდგენა, გაჯეტში ვისწავლეთ ვიდეოსი და ალბომის გადატანა. პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ განსაკუთრებული მოსწავლეთა საჭიროება, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსი, პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .გავეცანით 9-ე მოდულს. თითოეული პედაგოგი წარსდგა პრეზენტაციით.ამ პროექტის საშუალებით ვისწავლეთ ბევრი რამ,რაც დაგვეხმარება,მიღებული ცოდნა განვახორციელოთ სასწავლო პროცესის დროს..
ბოლოს ყველა მონაწილემ ერთხმად  აღნიშნა, რომ ტრენინგის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან 21-ე უნარ-ჩვევების გარეშე დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.დიდი მადლობა ქალბატონ დიანას ასეთი შრომატევადი და საინტერესო ტრენინგისათვის!



                                                     ტრენინგის 8-ე დღე
1- დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მიმართულების განხილვა.
2- პროექტის და მოსწავლთა ფასილიტაციის სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმოხილვა.
3-პროექტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა .
4-პროექტის გამოქვეყნება ბლოგზე.
ტრენინგის მერვე დღეს ვგანვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა და მნიშველობა. სპეციალურ საჭიროებებზე, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე. განვსაზღვრეთ ,რამდენად შევძლებდით დაგეგმილი პროექტის განხორციელბისას სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებას .ძალიან საინტერესო სამუშაო გამოვიდა,რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ დიანას!


суббота, 2 апреля 2016 г.

                                                                   ტრენინგის   7-ე დღე      


     ეს დღე  მეტად ნაყოფიერი იყო ვისწავლე ინტელის   კურსის  შეფასებები.  დავასრულეთ  სასწავლო  პროექტის  სწავლება-პრეზენტაცია  და ატვირთვა ბლოგზე,  რაც  დამეხმარება  მოსწავლეთა  სასწავლო  პროცესის მსვლელობაში. აგრეთვე გავეცანი ფასილიტაციის სტრატეგიებს .   დიდი  მადლობა.

воскресенье, 20 марта 2016 г.

                                                              ტრენინგის 6-ე დღე

შევაჯამე წინა დღის მასალა. განვიხილე სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული.ვისწავლე მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა.გავაკეთე ჩემი პროექტის ,,ტყე და ადამიანის"  მოკლე მიმოხილვა.გავიზიარე კოლეგების აზრი, მივიღე შესაბამისი რჩევები.
გავეცანი გაზეთის ნიმუშს და შაბლონს, ვისწავლე გაზეთის გამოქვეყნება. ეს დღე იყო ნაყოფიერი, მადლობა ქალბატონ დიანას


                                                      ტრენინგის 5-ე დღე

განვიხილეთ შემდეგი საკითხები;

პრეზენტაციის მომზადება და ბლოგზე ატვირთვა.
საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის შესაბამისი მისამართების შეტანა პროექტში.

საინტერესო და დატვირთული დღე იყო.ტრენერი,რომელიც ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობდა,არ რჩებოდა უყურადღებოდ არც ერთი მსმენელი.


                                                  ტრენინინგის 4-ე დღე  
                       გავეცანი პროექტის დაგეგმვაზე მუშაობას.განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები.გავეცანი შეფასების რუბრიკებს.ასევე გავეცანი.საინტერესო მეთოდებს .ვისწავლეთ სურათების ატვირთვა ბლოგზე..აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესის დროს.რაც დამეხმარება შეფასების პროცესი იყოს გამართული.





 
                                                ტრენინგის 3-ე დღე    
   
გავეცანი  სტანდარტების ამოკრებას.დოკუმენტების ჩამორტვირთვას უინტერნეტოთ.ვისწავლე კოპირება,ჩასმა,მიმართულებები,საკვანძო კითხვების შედგენა-გაზიარება.რაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა.  




                                                                       

воскресенье, 13 марта 2016 г.

            ტრენინგის 1-2-ე დღე

  დავიწყე ინტელის ტრენინგი.გავეცანი ინტელის წიგნის შესწავლა.გავეცანი წიგნის სტრუქტურას.ვნახე სხვადასხვა პროექტები.რაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.ვისწავლე ნავიგაცია,შევქმენი ბუკლეტები,საკუთარი საქაღალდეები.შევქმენი ბლოგი.